გაკვეთილი 1 21.01.2019წ
.თემა: გუნდის ფორმირება, შესავალი ნაწილი.
ამ გაკვეთილზე მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია მათემატიკის წრის მუშაობის, განრიგის, მიზნის, ჩატარების გრაფიკის, გაკვეთილების ხანგრძლივობის შესახებ. წრეს დაერქვა "მათემატიკა ცხოვრებაში".
მოსწავლეებს მიეცათ მითითება, რომ სხვადასხვა რესურსებიდან მოეძიებინათ ინფორმაცია რიცხვების შექმნისა და თვლის სხვადასხვა პოზიციური სისტემების შესახებ.
მიუხედავად ამისა, მოსწავლეებს ქონდათ წარმოდგენა რიცხვების წარმოშობის ისტორიის შესახებ და პოზიციური სისტემებთან დაკავშირებით.
გაკვეთილი 2-04.02.2019წ.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ინფორმაციები რიცხვების წარმოშობის შესახებ. მათ იციან რიცხვების ათობითი სისტემით ჩაწერა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ, მათ არ იციან ორობითი სისტემის შესახებ რიცხვების წარმოდგენა შევეცადე, რომ მარტივი ენით ამეხსნა მათთვის ეს საკითხი. ახსნილი მასალა მათ კარგად გაიგეს. გაიმართა დისკუსია წრის სახელწოდების ("მათემატიკა ადამიანის ცხოვრებაშ") შესახებ. მოსწავლეები ცდილობდნენ შეეფასებინათ მათემატიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
გაკვეთილი 3-18.02.2019წ.
თემა: სიგრძისა და ფართობის ერთეულები მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, გამოთვალეს მათი განზომილებები და მოახდინეს სიგრძის ერთეულების გადაყვანა. შესაბამისად ფართობის ერთეულებზე შეასრულეს მოქმედებები და დაადგინეს დამოკიდებულებები მათ შორის.
გაკვეთილი 4-04.03.2019წ.
თემა: დროის ერთეულების გამოყენება.
მოსწავლეებმა მოახდინეს დროის ერთეულების ერთი სიდიდიდან მეორეში გადაყვანა. მათ მოიფიქრეს შეკრება-გამოკლების მაგალითები. ჩატარდა წყვილებში მუშაობა, მათ კარგად მოახდინეს პრეზენტაცია. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.
No comments:
Post a Comment