წრის მოკლე დახასიათება

                                                               
                                                                    წრის მოკლე დახასიათება


  მათემატიკის სახელმძღვანელოში ნაკლებადაა ის საკითხები, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება. ეს საკითხები ვერ იტევს საგაკვეთილო პროცესს. მოსწავლეთა მხრიდან ჩნდება ინტერესი ზოგიერთი საკითხის მიმართ, ამისათვის შევქმენით მათემატიკის წრე, სადაც განიხილება მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხები. შეხვედრების შედეგად ვფიქრობ დაიხვეწება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარი, გაუფართოვდებათ ინტერესის სფერო. შერჩეული თემები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შესაძლებლობას გაიმრავალფეროვნონ ცოდნა, სხვა კუთხით შეხედონ პრაქტიკულ მათემატიკის ამოცანებს, იმსჯელებენ, შეაჯერებენ, იკამათებენ და გამოიტანენ სათანადო დასკვნებს. გაუღრმავდებათ ინტერესი საგნის მიმართ, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაში. მოსწავლეები თავიანთი ინპროვიზაციით შექმნიან ნახაზებს, ნახატებს, შეაგროვებენ ფოტოებს. გამოყენებული იქნება სწავლა კეთებით, სწავლა თამაშით და სხვა მეთოდები. განმავითარებელი კომენტარები დიდ წვლილს შეიტანს მოსწავლეთა მრავალმხრივი სააზროვნო უნარების განვითარებაში. მოკლედ, საწრეო მუშაობა მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაიღრმავოს ცოდნა. მასწავლებელს კი უდაოდ დაეხმარება პროფესიული დონის ამაღლებაში, პედაგოგიური მოღვაწეობის სრულყოფაში. ეს ყველაფერი მოსწავლეს დაეხმარება მომავალში გადაწყვეტილებების მიღებაში.

No comments:

Post a Comment