ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო
სკოლის დირექტორს.
ამავე სკოლის მასწავლებლის ჯულიეტა
მელქუაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი მაქვს ესგ-ით განსაზღვრულ საგანში-მათემატიკაში, უფასო დამატებითი, საგანმანათლებლო მომსახურება საზოგადოებრივ საწყისებზე გავუწიო მეექვსე, მეშვიდე კლასის მოსწავლეებს.
დანართი:
1.დასაბუთება
2.წრის გეგმა და პროგრამა (იხილეთ მიბმული ფაილი)
3.მოსწავლის განაცხადის ფორმა... ფურცელი (მატერიალური სახით)
4. მშობლის თანხმობის განაცხადი... ფურცელი (მატერიალური სახით)
დანართი 1
მათემატიკის სახელმძღვანელოში ნაკლებადაა ის საკითხები, რომლებიც პრაქტიკულადაა გამოსაყენებელი ცხოვრებაში. ამ ყველაფერს ვერ იტევს საგაკვეთილო პროცესი. მოსწავლეთა მხრიდან ჩნდება ინტერესი ზოგიერთი საკითხის მიმართ. ამისათვის შეიქმნა მათემატიკის წრე, სადაც განვიხილავთ მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებს. შეხვედრების ფორმატი იქნება ხალისიანი, საქმიანი, რის შედეგადაც მოსწავლეებს გაეზრდებათ საგნის შესწავლის მოტივაცია. ისინი ცოდნას გაიმრავალფეროვნებენ, პრაქტიკული კუთხით შეხედავენ მათემატიკის ამოცანებს. საწრეო მუშაობა მოსწავლეს მისცემს საშუალებას, რომ სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები.
დანართი 2
წრის გეგმა და პროგრამა.
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლა.
სემესტრის განმავლობაში მათემატიკის საწრეო მუშაობის წარმართვა.
წრის სახელწოდება: „მათემატიკა ცხოვრებაში“.
მასწავლებელი: ჯულიეტა მელქუაშვილი.
სამიზნე ჯგუფი: მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეთა რაოდენობა: 15.
დანართი 3
მოსწავლეთა განაცხადის ფორმა
მსურს გავწევრიანდე მათემატიკის წრეში და აქტიური მონაწილეობა მივიღო მის მუშაობაში. გავეცანი წრის მუშაობის პირობებს და გამოვთქვამ თანხმობას.
სახელი და გვარი:
კლასი:
ტელეფონი:
თარიღი:
მოსწავლის ხელმოწერა:
წრის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
დანართი 4
მშობლის განაცხადის ფორმა
სურვილი მაქვს ჩემმა შვილმა მიიღოს უფასო, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება მათემატიკაში წრის სახით.
სახელი და გვარი:
კლასი:
ტელეფონი:
თარიღი:
მშობლის ხელმოწერა:
წრის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
No comments:
Post a Comment